"თეატრალური ხელოვნების ცენტრმა" პრემია "დურუჯთან" დაკავშირებით ინტერნეტ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი პრემიის ახალგაზრდული ნომინაციის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების გამოვლენა იყო...
პატრიკ ზიუსკინდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „სუნამოს“ ეკრანიზაცია მოხდა 2006 წელს (რეჟისორი ტომ ტიკვერი), რამაც უფრო პოპულარული გახადა ნაწარმოები. იოსებ ბაკურაძემ ქართველ მაყურებელს შესთავაზა სცენური ვერსია - „ამბავი ერთი მკვლელისა“, რომლის პრემიერა 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა მოძრაობის თეატრში...
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, 30 ნოემბერს, 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ თარიღისთვის თეატრში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი...
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გურამ მაცხონაშვილის რეჟისურით დადგმულმა "გათვლამ" ახალი ბინა, კონტექსტი და სიცოცხლე შეიძინა. პრემიერა 18 და 19 ნოემბერს ექსპერიმენტულ სივრცეში შედგა...
ახმეტელის თეატრში დადგმულმა „თოლიამ“ შეგვახსენა, რომ არსებობს მუდმივი თემები, მუდმივი პრობლემები და უკვდავი დრამატურგია. ა. ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით ბორის აკუნინის მიერ შექმნილი პიესა პირველად იდგმება საქართველოში, რომელიც ერთდროულად გვაბრუნებს მისი პერსონაჟების განცდებთან და ახლებური კუთხით გვიჩვენებს იმ მოვლენებს, რომელიც სორინის სახლში განვითარდა...
გიორგი ერისთავის სახელობის გორის კომედიის ფესტივალი უკვე მეოთხედ ჩატარდა. თუ სადმე კომედიის ფესტივალი უნდა გამართულიყო ალბათ აუცილებლად გორში, გიორგი ერისთავის სამშობლო კუთხეში. მან უკვე საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი შეიძინა და უკვე ტრადიციად იქცა
ასე ქვია ასტანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქის მთავრობა და კულტურის განყოფილება უკვე მეხუთედ მართავს. მცირე ისტორიის და დიდი გამოცდილების ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება, იხვეწება და ზრდის თავის მასშტაბებს...
იგის „გაუკაცრიელებულ“ და პირველყოფილ სამყაროში თავიდანვე შევყავართ რეჟისორს, როდესაც ვხედავთ შუაგულ დარბაზში იატაკზე მჯდარ ბელადს, ბუნების, ფრინველებისა და აქა-იქ წყლის ხმაურის ფონზე. ირგვლივ, დიდ წრეზე მიმოფანტული „ქვიშა“ ის ადგილია, სადაც ძირითადად ვითარდება მოქმედება...
„გათვლა“ რამდენჯერმე დაიდგა ევროპის სხვადასხვა თეატრში. 2017 წლის ცხრა აპრილს კი (ცხადია სიმბოლურად), თოჯინების თეატრის დაუსრულებელ შენობაში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა წარმოგვიდგინა თამთა მელაშვილის მოთხრობის ძალიან საინტერესო სცენური ინტერპრეტაცია...
დღეს უკვე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, მაქვს (მეტ-ნაკლებად) უნარი ჩემს მეხსიერებაში გაფილტრული, ანუ გააზრებული ფორმით დარჩეს კონკრეტული მოვლენა და არა ისე ქაოტურად, როგორც იმ ავადსახსენებელი აპრილიდან დაწყებული და არასდროს დასრულებული ტრაგედიების რიგი, რომლებიც სრულიად გაუთვიცნობიერებლად შემორჩნენ ჩვენს ბავშვობისდროინდელ მეხსიერებას. სამეფო უბნის თეატრში რეჟისორმა დათა თავაძემ დადგა სპექტაკლი-„პრომეთე-დამოუკიდებლობის 25 წელი“...
ქართულ თეატრს, რომ ძირძველი ტრადიციები აქვს და საუკუნეებს ითვლის, ამაზე კამათი არც ღირს, ვინაიდან არქეოლოგიური გათხრები, წერილობითი დოკუმენტები თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ათასობით წელს ითვლიან, ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე თეატრალური ხელოვნების არსებობას...
18-იანვარი-2018, 22:14
09-დეკემბერი-2017, 09:10
28-ნოემბერი-2017, 10:27
20-ნოემბერი-2017, 08:25
19-ოქტომბერი-2017, 08:12