გიორგი ერისთავის სახელობის გორის კომედიის ფესტივალი უკვე მეოთხედ ჩატარდა. თუ სადმე კომედიის ფესტივალი უნდა გამართულიყო ალბათ აუცილებლად გორში, გიორგი ერისთავის სამშობლო კუთხეში. მან უკვე საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი შეიძინა და უკვე ტრადიციად იქცა
ასე ქვია ასტანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქის მთავრობა და კულტურის განყოფილება უკვე მეხუთედ მართავს. მცირე ისტორიის და დიდი გამოცდილების ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება, იხვეწება და ზრდის თავის მასშტაბებს...
იგის „გაუკაცრიელებულ“ და პირველყოფილ სამყაროში თავიდანვე შევყავართ რეჟისორს, როდესაც ვხედავთ შუაგულ დარბაზში იატაკზე მჯდარ ბელადს, ბუნების, ფრინველებისა და აქა-იქ წყლის ხმაურის ფონზე. ირგვლივ, დიდ წრეზე მიმოფანტული „ქვიშა“ ის ადგილია, სადაც ძირითადად ვითარდება მოქმედება...
„გათვლა“ რამდენჯერმე დაიდგა ევროპის სხვადასხვა თეატრში. 2017 წლის ცხრა აპრილს კი (ცხადია სიმბოლურად), თოჯინების თეატრის დაუსრულებელ შენობაში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა წარმოგვიდგინა თამთა მელაშვილის მოთხრობის ძალიან საინტერესო სცენური ინტერპრეტაცია...
დღეს უკვე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, მაქვს (მეტ-ნაკლებად) უნარი ჩემს მეხსიერებაში გაფილტრული, ანუ გააზრებული ფორმით დარჩეს კონკრეტული მოვლენა და არა ისე ქაოტურად, როგორც იმ ავადსახსენებელი აპრილიდან დაწყებული და არასდროს დასრულებული ტრაგედიების რიგი, რომლებიც სრულიად გაუთვიცნობიერებლად შემორჩნენ ჩვენს ბავშვობისდროინდელ მეხსიერებას. სამეფო უბნის თეატრში რეჟისორმა დათა თავაძემ დადგა სპექტაკლი-„პრომეთე-დამოუკიდებლობის 25 წელი“...
ქართულ თეატრს, რომ ძირძველი ტრადიციები აქვს და საუკუნეებს ითვლის, ამაზე კამათი არც ღირს, ვინაიდან არქეოლოგიური გათხრები, წერილობითი დოკუმენტები თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ათასობით წელს ითვლიან, ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე თეატრალური ხელოვნების არსებობას...
თეატრის ახალგაზრდა კრიტიკოსები: ლაშა ჩხარტიშვილი, თათა მუქერია, სოფო კილასონია, ნუცა კობაიძე, თიკო გაბელაია, გვანცა გულიაშვილი საუბრობენ თანამედროვე კრიტიკის პრობლემებზე, მის როლსა და ადგილზე თანამედროვე სათეატრო პროცესებში.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, ტრადიციულად, წარმოგვიდგენს გასული წლის თეატრალური სეზონის კვლევას. ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში კრიტიკოსთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საუკეთესოთა ხუთეულები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეიტინგი სპექტაკლების შეფასებისას ეყრდნობა მხოლოდ იმ ნაწარმოებებს, რომელიც კრიტიკოსებს აქვთ ნანახი.
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა რეჟისორებს მივმართეთ კითხვით: როგორია თანამედროვე ქართული თეატრი. რას ფიქრობს თაობა, რომელიც ნამდვილად არის ცვლილებების და ახალი პერსპეტივის შემქმნელი ძალა. ინტერვიუს ფორმატი ონლაინ ჩატი იყო. რესპონდენტები არიან: მიხეილ ჩარკვიანი, დათო ჩხარტიშვილი, გურამ მაცხონაშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი, ნიკა ჩიკვაიძე, პაატა ციკოლია, მაკა ნაცვლიშვილი
დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულ ფესტივალებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია „საჩუქარმა“ შექმნა. უკვე ბრენდად ქცეული სახელის მქონე ფესტივალმა დაარსებიდან დღემდე წინააღმდეგობებით, მოლოდინით, პაუზით და უმეტესად ბევრი სიხარულით სავსე გზა გამოიარა.მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, წელს, 15 წლის გახდა...
ბოლო დროს ქართულ თეატრში ერთი ტენდენცია იკვეთება. უმეტეს დრამატურგიულ ტექსტებსა და სპექტაკლებში სჭარბობს ეწ. „ექსპოზიციური“ ნაწილი. ამ საფრთხეს თავი ვერ აარიდეს დიდმა რეჟისორებმაც: რ. სტურუას და ნ. შველიძის ბ. ბრეჰტის „დაკანონებული უკანონობა“, თ. ჩხეიძის ბრაიან ფრინის „თარგმანებში“ წარმოდგენის ეს ნაწილები იმდენად გრძელია, რომ აგდებს სპექტაკლის საერთო რიტმს, ახანგრძლივებს მის მიმდინარეობას, მოსაწყენს ხდის შესავალ ნაწილს, ვნებს აღქმის მთლიანობას...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04