ინგლისელ რეჟისორს და ვებერ დაგლასის  სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგს, ჰილარი ვუდს კარგად იცნობენ საქართველოში. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ქართულ თეატრთან. ეს ურთიერთობა კ. მარჯანიშვილის თეატრში დადგმული უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრათი“  დაიწყო და დღემდე გრძელდება...

25-დეკემბერი-2015, 00:00

ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ თავისუფალი თეატრის კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტია.  სპექტაკლი მთლიანად ეფუძნება 1976 წელს იტალიელი რეჟისორის, ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმს. ინსცენირების ავტორია დრამატურგი ლილე შენგელია... რეჟისორი  უკიდურესი ნატურალისტური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცნობიერების სიმახინჯე...

23-დეკემბერი-2015, 13:46

15-ოქტომბერი-2015, 09:30

ფესტივალი „საჩუქარი“ საზეიმოდ  17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს,  ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილოს საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი და სხვა...  ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს

15-ოქტომბერი-2015, 09:03

„ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა. თანმხლებ უსიამოვნებათა მიუხედავად, მას უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია“- ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის  (!) ეს განმარტება, ვფიქრობ, საუკეთესო დასაწყისია დათა თავაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლის „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ მიმოხილვისათვის...

08-ოქტომბერი-2015, 10:57

თავისუფალი თეატრი ერთადერთი კერძო, დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში, რომელსაც აქტიური ფუნქციონირება დაარსების დღიდან დღემდე არცერთი წუთით არ შეუწყვიტავს. თავისუფალი თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლებში დასმული პრობლემათა სიმწვავის, პირდაპირობის, სიმართლის შეულამაზებლად ასახვისა და გადაცემის, არცთუ მომგებიანი ცხოვრების წესის მიუხედავად, უძლებს დროს, მთავრობებს, ეკონომიკურ კრიზისს და აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას...

25-სექტემბერი-2015, 20:28

24 სექტემბერი - 8 ოქტომბერი

24-სექტემბერი-2015, 08:23

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი, საიუბილეო 170-ე სათეატრო სეზონი გახსნეს. ამ თეატრში ინტენსიურად მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი, თეატრის ორ სხვადასხვა სივრცეში (დიდი და მცირე სცენა) სპექტაკლებს დგამენ განსხვავებული ესთეტიკის და მსოფლმხედველობის რეჟისორები, ემზადებიან კიდევ ერთი ახალი - ექსპერიმენტული სცენის გასახსნელად...

23-სექტემბერი-2015, 08:58

ზუგდიდის თეატრში, რომლის შენობა ამორტიზებულია და დარბაზში მაყურებელთა შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოცაა, ახალი სათეატრო სეზონი საპრემიერო წარმოდგენით გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა, ამჯერად, ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან სამუშაოდ ნიკა საბაშვილი მიიწვია, რომელმაც ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დადგა...

21-სექტემბერი-2015, 13:00

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში რეჟისორ გურამ ბრეგაძის მიერ დადგმული  სპექტაკლი ერთგვარად იმეორებს  შექსპირისდროინდელ  სცენოგრაფიას - „გზაჯვარედინზე სათამაშოს“ და მოქმედება ხდება ეფესოს მთავარ მოედანზე, პატარ-პატარა მინის სახლებით, რომელიც ერთდროულად საპატიმროს კამერებიცაა და საცხოვრებელი ბინებიც...

14-აგვისტო-2015, 11:10



გამოკითხვა
სტატისტიკა