დავით კლდიაშვილის პიესა „ირინეს ბედნიერება“ არც თუ ისე ხშირად იდგმება თანამედროვე ქართულ სცენაზე. სამაგიეროდ უნდა ითქვას, რომ მის განხორციელებას ყოველთვის თან ახლავს ღრმა ექსპერიმენტული ძიებები და ამიტომ ამ ნაწარმოებს საინტერესო სცენური ისტორი აქვს...
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა წელს სამაგალითოდ კონცეპტუალური იყო. ორგანიზატორებმა მოიფიქრეს და გაიაზრეს საფესტივალო პროგრამის ძირითადი თემა. რამაც განსაზღვრა თუ რა ნიშნით იყო სხვადასხვა სპექტაკლი საფესტივალო პროგრამაში. ეს კი სიახლეა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარების და სრულყოფილებისაკენ...
ეს არ არის სპექტაკლი, რომელზეც დაწერ თეატრალურ რეცენზიას დაახლოებით ასეთი ფრაზებით-„ რეჟორის ამოცანა... მსახიობთა შესრულების მანერა... სპექტაკლის ესთეტიკა... პრობლემის აქტუალობა... მაყურებელში თანაგანცდის გამოწვევის უნარი... რჟისორული გადაწყვეტა ... და არც ვაპირებ...
მართალია თბილისის ოპერის თეატრში ახლა სერიოზული ბატალიები მიმდინარეობს და შესაძლოა ეს წერილიც დროულად არ მიიჩნიონ, მაგრამ თეატრის მთავარი საქმე სპექტაკლის დადგმაა და რაც მათ განახორციელეს იმაზე მსურს ვისაუბრო. ეს სპექტაკლი, ხომ მომავალი წლის სეზონის რეპერტუარშიც იქნება. სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია. ჰოდა, გვიან ვწერ ჩემს მოსაზრებებს იმ სპექტაკლზე, რომლითაც 2016 წლის იანვარში თბილისის ოპერის თეატრი ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა...
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კულტურის ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის შესახებ გამოკითხულ თეატრმცოდნეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის შემუშავების პროცესზე და აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობს.
ხოლო თანამედროვე თეატრალური კრიტიკის უმთავრეს პრობლემად, მის მიმართ სახელმწიფოებრივი ხედვის და ინტერესის არ არსებობა დასახელდა...
ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი“ ზუსტად გამოხატავს ამბოხებული ადამიანის შინაგან განცდებს, იმას თუ რამ შეიძლება დაბადოს ზოგადად ამბოხის სურვილი და მიუხედავად მიღწეული მიზნისა, რამდენად ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ეს პროცესი. ალექსანდრე ახმეტელის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ირაკლი გოგიამ შექმნა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია ვაჟას პოემის...
რაც პატარა თეატრის პატარა სცენაზე ვნახე არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებ. არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული, ვნახე ის რაც მუდმივია, რაც, მემგონი, მარადიულიცაა. მუდმივი და მარადიული კი არა მარტო სიყვარული, სიკეთე თუ სილამაზეა. მუდმივი და ხშირად საბედისწერო და მარადიული არის ძალადობაც...
სპექტაკლი რომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მზრუნველობა, შენახვა, გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება კიდევ ერთხელ დამარწმუნა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ნაჩვენებმა ჟ. ბ. მოლიერის „მიზნათროპმა“, რომლის პრემიერაც წინა სეზონში გაიმართა. ეს წარმოდგენა უკვე მეორედ ვნახე და ჩემდა გასაკვირად პირველად ნანახი მეორესგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა...
ტენესი უილიამსის პიესა „სურვილის ტრამვაი“, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ამერიკული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი ნაწარმოებია. ისიც არავისთვის იქნება ახალი თუ დავუმატებ, რომ ამ ავტორის ნაწარმოებებში ყველგან ვხვდებით დრამატურგის მძიმე, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრების დეტალებსა და ფრაგმენტებს...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04