პროფესიული თეატრი და დრამატურგია უკვე 26 საუკუნეა რაც არსებობს, თუმცა პირველი ქალი - დრამატურგის სახელი მხოლოდ ახ.წ. X საუკუნეში გვხვდება. მანამდე, საუკუნეების მანძილზე, დრამატურგია მხოლოდ მამაკაცების საქმიანობა იყო...
„დივადელნა ნიტრა“ სლოვაკეთის ყველაზე დიდი თეატრალური ფესტივალია, რომელიც წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვის მიწურულს ტარდება, წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და შემეცნებითია არა მხოლოდ თეატრის მაყურებლისთვის, არამედ ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის...
სექტემბრიდან თბილისის თეატრალური ფესტივალების მიმოხილვის დასაწერად ვემზადებოდი. პროფესიულად უნდა მივდგომოდი საკითხს. ჯერ თბილისის თეატრალური ფესტივალის შესახებ ვაპირებდი წერილის გამოქვეყნებას, შემდეგ ფესტივალ „საჩუქარზე“ დავწერდი. მთელი საფესტივალო პროგრამის ათვისებას თავიდანვე არ ვგეგმავდი...
სრულიად გასაგებია, რატომ აირჩია ლატვიელმა თეატრისა რეჟისორმა, ალვის ჰერმანესმა წარმოდგენის სახელწოდებად „ბროდსკი ბარიშნიკოვი“, გასაგებია, მაშინაც კი, თუ არ ვიცით იმ მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ, რაც ორ ხელოვანს აკავშირდებდა...
ასტიგმატიზმი გაგვიგია (მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკი), მაგრამ ვინც თანდაყოლილ თუ შეძინილ ამ მანკს ატარებს, მათ ასტიგმატისტებს არ უწოდებენ. ეს ტერმინი მოძრაობის თეატრის რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ შეთხზა, ისე როგორც მუნჯი კინოს ფორმით და ენით დადგმული სპექტაკლის სიუჟეტი.
ფოთის რეგიონული თეატრალური ფესტივალის მონაწილე ბელორუსი რეჟისორი ანდრეი საუჩანკა მესხეთის (ახალციხის) თეატრმა მიიწვია და შედეგად 2018 წლის ივნისში, მესხეთში პრემიერა გაიმართა. წარმოადგინეს თანამედროვე ბელორუსი დრამატურგის დმიტრი ბოგოსლავსკის პიესა „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“...
ნინო სადღობელაშვილის პიესა „პიაფი“ მომღერლის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ასახავს, რომელიც მან პარიზიდან მოშორებით ნიცაში გაატარა. რეჟისორ გიორგი სიხარულიძის გათვლა და მსახიობთა შერჩევა წარმატებული აღმოჩნდა. ბათუმ-ქუთაისის თეატრების ერთობლივ დადგმაში სცენაზე დგას მსახიობი, რომელიც როგორც ამბობენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს პროტოტიპს...
ჟან კოკტოს „წმინდა ურჩხულების“ მოტივებზე შექმნილი, ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი, მარჯანიშვილის სახ. თეატრში, ვარსკვლავურ-ბენეფისურია. პიესის შერჩევა და ადაპტაცია მორგებულია მთავარი როლის შემსრულებელზე - გურანდა გაბუნიაზე. ლევენ წულაძე ერთგვარ „ხარკს“ უხდის უფროსი თაობის მსახიობებს, რომლებიც ამ თეატრში მოღვაწეობენ და შესანიშნავ საშემსრულებლო გარემოს უქმნის მათ...
თითქოსდა მშვიდი სახლი: ძველებური კარადებით, ბუფეტებით, ქარვისფერი ნოხივით ქვიშით მოფენილი სცენა - სიმყუდროვის, ბედნიერების და უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ უკანა კედლის პანო - მოქრუშული შავღრუბლიანი, ავდარმომასწავებელი ცა უბედურების მოტანის მანიშნებელია. ეს ის პირველი შთაბეჭდილებაა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „BEGALUT - უცხოობაში“ ნახვისას რომ გეუფლება...
2018 წლის პირველი ივლისიდან ათი ივლისის ჩათვლით, დრამატურგების, რეჟისორების, მუსიკოსების და მსახიობების, რა თქმა უნდა მაყურებელთან ერთად, შეხვედრის ადგილი დიღომში, კინოსტუდიის - „ქართული ფილმი“ - მეხუთე პავილიონში გახლდათ, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართა და სადაც ახალგაზრდა ხელოვანები, სპეციალურად, ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს სთავაზობდნენ მაყურებელს...
მიხეილ ჩარკვიანმა (რეჟისორი) ინტერესი ამჯერად მეოცე საუკუნის შვედი დრამატურგის ლარს ნურენის „დემონებზე“ შეაჩერა, რომლის ნახვაც სამეფო უბნის თეატრში შეგიძლიათ. სპექტაკლმა დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში...
იმ დღეს სრულიად უცნობმა ქალბატონმა, თეატრის მოლარემ, მოსაწვევი მაჩუქა. ხელში მეჭირა ოქროსასოებიანი ბილეთი. თბილი, მზიანი დღე იყო. რა მინდოდა ამაზე მეტი?! დავხედავ საჩუქარს, გამახსენდება - მალე 19:00 საათი ჩამოჰკრავს... ბატონ/ქალბატონ ერთს - წაუწერია მართკუთხედ ქაღალდზე ძვირფას მოლარეს... 5/06/18 გიწვევთ სპექტაკლზე - „ვანო და ნიკო“. რიგი - 6, ადგილი - 5...
17-მარტი-2023, 17:24
06-თებერვალი-2023, 16:43
03-დეკემბერი-2022, 03:19
02-ნოემბერი-2022, 09:44
10-ივლისი-2022, 16:47