მაქსიმ გორკის პიესას "ფსკერზე" არაფერი საერთო არ აქვს არც კომუნისტურ იდეალებთან და არც პროლეტარიატის დიქტატურასთან. საბჭოთა მწერლის, "სოციალისტური რეალიზმის" ფუძემდებლის, როგორც ძირითადად მოიხსენიებენ ხოლმე 1901/1902 წელს დაწერილმა ამ ნაწარმოებმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება და 1902 წელს დაიდგა კიდევაც მოსკოვის სამხატვრო თეატრში...
ამიელი ნოტომი ის დრამატურგია, რომელსაც უკვე იცნობს ქართველი საზოგადოება, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან "მტრის ნიღაბი". ამჯერად კი ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე წარმოგვიდგენს ნოტომის "საწვავს"...
ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომის თბილისი ხელოვნების საფესტივალო ბუმშია გახვეული. თეატრალური სეზონის გახსნას წინ უსწრებს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მას მოსდევს „საჩუქარი“ და თეატრალებისა თუ უბრალო მაყურებლისათის შესაშურად მდიდარია არჩევანი. პარალელურად ყველა მოქმედი თეატრალური დასი ხსნის ახალ სეზონს, რასაც თან ახლავს პრემიერები. 27 ოქტომბერს, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლზე მიგვიწვიეს...
2014 წლის 7 ივნისს, თბილისში, „რკინის თეატრის“ შენობა გაიხსნა. რეჟისორი, რომელიც თავისი საინტერესო და წარმატებული თეატრალური გამოცდილებით, ამ ტყვიისფერი, შავი და წითელი ფერებით გადაწყვეტილ, ახალ თეატრალურ სივრცეს გვთავაზობს დათო ანდღულაძეა. უკვე რამოდენიმე წელია, თავისი ყოფილი სტუდენტებისაგან შეკრული დასით დგამს სპექტაკლებს, რომლებიც თავისთავად არ არიან სიახლეს მოკლებულნი, მაგრამ ის, რაც მათ, 7 ივნისს, წარუდგინეს მაყურებელს, ნამდვილი სიურპრიზი იყო...
რუსთაველის თეატრი და მისი მაყურებელი საკმაო ხანი ელოდა ახალ პრემიერას დიდ სცენაზე. მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს მოლოდინი თითქმის ორი სეზონი გაიჭიმა. და ბოლოს რობერტ სტურუამ გადაწყვიტა პ. კაკაბაძის „სამი ასულის“ დადგმა...
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ამ თაობის ერთ წარმომადგენელზე, დღეს უკვე ცნობილ თეატრის რეჟისორ დავით საყვარელიძეზე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საუბარი თეატრის სტრუქტურულ განახლებაზე, მიხვდა რა, რომ ამის გარეშე თეატრს მომავალი არ ჰქონდა...
ბოროტებაში არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოროტება“, ესაა ფრაზა, რომელიც იოანე ხუციშვილის მიერ დადგმული, სამ მოქმედებიანი სპექტაკლის, „მაკბეტის“ ნახვის შემდეგ, მაყურებელს ყველაზე მეტად დაამახსოვრდება. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, მაყურებელი დარწმუნდება იმ პრობლემური თემების აქტუალურობაში, რომლებსაც რეჟისორი სვამს...
ვფიქრობ, ქართული ტრადიციული ღირებულებების რღვევის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი განქორწინებათა სტატისტიკაა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში, განქორწინებათა რიცხვი დაახლოებით 25 %-ით გაიზარდა. რეალური სურათი, როგორც წესი, ოფიციალურზე გაცილებით მასშტაბურია...
16 აპრილს მინის თეატრმა, რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა კიდევ ერთი სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს, ეჟენ იონესკოს "მაკბეტტ". პრემიერა გაიმართა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე...
თუ კი ოდესმე ვინმე მკითხავს, რატომ მიყვარს თეატრი, ალბათ ვუპასუხებ: "პაკლონის", აპლოდისმენტების, ოვაციების, "ბრავოს" შეძახილის, სტვენის, ერთმანეთში არეული ხმაურის, ცრემლის-სიხარულის ცრემლის გამო. 8 აპრილს თავისუფალი თეატრის ახალ სცენაზე დაიბადა სპექტაკლი, რომელმაც ეს ოვაციები უხვად გამოიწვია...
ფინელი რეჟისორი, იარი იუუტინენი, საქართველოს ორი თვის წინ ეწვია, სადაც თავისუფალი თეატრის სცენაზე დაიწყო მუშაობა. მონო-სპექტაკლში "ჯულიეტა, ჯულიეტა" თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი მსახიობი ანი ალადაშვილი თამაშობს. სპექტაკლის შიდა ჩვენება მოწვეული სტუმრებისათვის 20 მარტს, ხოლო პრემიერა - 28 მარტს შედგა...
ორი სიყვარულის ამბავი: ერთი 30 წელს ითვლის და მეორე, რომელიც მხოლოდ ახლა იბადება - წარმოადგენს ნინო მირზიაშვილის პიესის „მაცეკვე ტანგოს“ მთავარ თემას. შესანიშნავი მსახიობების მიერ გათაშებული თანამედროვე კომედია ან ალბათ, უფრო ფარსი ან ვოდევილი, მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ძალიან დროული და აუცილებელიც კია...
17-მარტი-2023, 17:24
06-თებერვალი-2023, 16:43
03-დეკემბერი-2022, 03:19
02-ნოემბერი-2022, 09:44
10-ივლისი-2022, 16:47