არ არსებობს პროფესიონალი რეჟისორი, რომელსაც არ ეოცნებოს უ. შექპირის „ჰამლეტის“ დადგმაზე ან არ ეცადოს მისი განხორციელება...
სპექტაკლის შემდეგ დაცარიელებულ და არეულ საგრიმიოროში შემოდის დამლაგებელი (ქეთი ცხაკაია) და იწყებს ლაგებას. თანდათან ირკვევა, რომ ეს ქალბატონი შეყვარებულია თეატრზე, მან ოთხჯერ სცადა ჩაბარება თეატრალურ ინსტიტუტში, სამწუხაროდ, ოთხჯერვე უარით გამოისტუმრეს...
უკვე გასული 2012 წლიდან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში შეკრებილ მაყურებელს, უილიამ შექსპირის უსასრულო თეატრალურ სამყაროში სამოგზაუროდ გვიხმობენ ცნობილი ქართველი მსახიობები. სპექტაკლის დასაწყისი ცოტათი ქაოტური და დამაბნეველია, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ ორმაგ თეატრალურ სამყაროში მოვხვდით...
თუმანიშვილის თეატრის მაყურებელთა დარბაზში სავარძლებით ნახევარ წრე შეუკრავთ. აქ უნდა გათამაშდეს ბერნარდა ალბასა და მისი ქალიშვილების ამბავი...
რუსთაველის თეატრში გოჩა კაპანაძის რეჟისურით დადგმული "მარიამ სტიუარტის" შესახებ, ჩვენს ვებგვერდზე არსებულ ორ რეცენზიას, ემატება კიდევ ერთი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის ნუცა კობაიძის წერილი. სხვადასხვა თაობის ავტორთა ინტერესი აღნიშნული სპექტაკლის მიმართ, გარკვეულწილად, მის წარმატებაზეც მეტყველებს...
თავისუფალ თეატრში 17 იანვარს პრემიერა ითამაშეს. ”ვალსი ძილის წინ”-ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი და პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. მხატვარი- მირიან შველიძე. მოქმედება იწყება და ვითარდება ძველი საგრიმიოროს კედლებში...
ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “სულიერი არსებები”, რომლის რეჟისორიცაა დავით საყვარელიძე, აერთიანებს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ადამიანის პირადი სამყარო, პირადი სიამოვნებები, ოჯახი, მეგობრობა, ღალატი, რელიგია, ქართველი ხალხის მენტალიტეტი...
თბილისის თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამით წარმოდგენილი სპექტაკლების ნაწილი ფიქრის, განსჯისა და დისკუსიის საგანი გახდა. უკვე გამოთქმულ შთაბეჭდილებებსა და დაწერილ რეცენზიებს ემატება კიდევ ერთი, საინტერესო წერილი მექსიკელი რეჟისორისა და მსახიობის, გაბრიელა მუნოზის, მონოსპექტაკლის შესახებ...
11 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა საზოგადოებას. პიესის ავტორი, ლეილა არაბული გახლდათ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ნაწარმოები იყო, ხოლო დამდგმელი რეჟისორი, სოსო ნემსაძე გახლავთ...
დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ რაც რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას შემოქმედებითი აქტივობის გარეშე დარჩა. გასულ თეატრალურ სეზონს ის ვერცერთი პრემიერით ვერ შეუერთდა...
ზოგჯერ იდეა, მისთვის გათვალისწინებულ საზღვრებს სცდება, ზოგჯერ კი, პირიქით – ახლო მდებარე სივრცესაც ვერ ითვისებს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტა“ იდეამ არა თუ მაყურებელთა დარბაზის, არამედ სცენაზე წარმოდგენილი მორგის კარს ვერ გამოაღწია...
17-მარტი-2023, 17:24
06-თებერვალი-2023, 16:43
03-დეკემბერი-2022, 03:19
02-ნოემბერი-2022, 09:44
10-ივლისი-2022, 16:47