ვეღარც ვიხსენებ ზუსტად როდის ან რატომ ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად დავწერდი ადამიანზე, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ. ამ სურვილს ახლდა შიში და განცდა, რომ არასაკმარისად მზად ვიყავი მასთან შესახვედრად, მაგრამ ზუსტად დღეს და ახლა, როცა ჯერ ისევ ბუნდოვანია თეატრის გახსნის და მისი ფუნქციონირების საკითხი, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი დრო იყო მასთან სასაუბროდ.
ნიარა ჭიჭინაძეზე გიყვებით...
"მე მინდა შეიქმნას ისეთი პლატფორმა, კლიმატი...რავიცი რა დავარქვა, აუზი სადაც მე ვიცურავებ, სულ არ უნდა დამჭირდეს მათთან კონტაქტი..."
"უცებ თუ ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა განცდა, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ნეკროფილიას გავს, სექსს მიცვალებულთან. ბოდიშს ვიხდი, ასეთი შემაძრწუნებელი სურათის დახატვისთვის, მაგრამ ზუსტად ასეთია ეს განცდა - შემაძრწუნებელი..."
რეგულირებული შინ დარჩენის ეპოქაში, თეატრით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ დამოუკიდებელი არტისტების მოსაზრებებს საკუთარ პერსპექტივებზე ახალ საარსებო გარემოში. გასაჯაროებული მიმოწერების სერია რეჟისორ, გურამ მაცხონაშვილით დაიწყო.
სიცოცხლის მექანიკური თუ ინერციული პროცესი არის თემა, რომელსაც ერისთავის თეატრის ახალი სპექტაკლი გვთავაზობს. ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილი“ პანდემიის პირობებში დაიდგა და ფართო მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მკითხველს შესაძლოა გულიც დასწყდეს და იმ აბსურდულ მდგომარეობაზე იფიქროს, როდესაც არსებობს ტექსტი, გამოხმაურება სპექტაკლის შესახებ და არ არსებობს თავად სპექტაკლის ნახვის შანსი...
ჩვენი თეატრი არასოდეს ყოფილა ისეთი ინტიმური, როგორც დღეს... ბოლო დროის თეატრალური დადგმების მახასიათებლად ინსაითი, ხოლო „ჰამლეტი“ მტკვარზე, გურამ მაცხონაშვილის რეჟისურით, ამ პროცესის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იქცა...
85 წლის რეზო ესაძეს რამდენიმე ხნის წინ რუსთაველის კინოს წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. სახვითი ხელოვნების მუზეუმმა კი მისი ნახატების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. საღამოს მთავარი გმირი ხალხით იყო გარშემორტყმული...
ბრიტანეთი გახლავთ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ქალ-დრამატურგთა „მოძრაობა“. მე-16 - მე-17 საუკუნეებიდან მოყოლებული ქალები აქტიურად ერთვებიან სამწერლობო საქმიანობაში, თავდაპირეველად თარგმნიან პიესებს ინგლისურ ენაზე, შემდგომში კი თვითონ იწყებენ წერას...
პროფესიული თეატრი და დრამატურგია უკვე 26 საუკუნეა რაც არსებობს, თუმცა პირველი ქალი - დრამატურგის სახელი მხოლოდ ახ.წ. X საუკუნეში გვხვდება. მანამდე, საუკუნეების მანძილზე, დრამატურგია მხოლოდ მამაკაცების საქმიანობა იყო...
„დივადელნა ნიტრა“ სლოვაკეთის ყველაზე დიდი თეატრალური ფესტივალია, რომელიც წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვის მიწურულს ტარდება, წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და შემეცნებითია არა მხოლოდ თეატრის მაყურებლისთვის, არამედ ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის...
ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ ფრანგ თეატრის მკვლევართან და თეატრალური სემიოლოგიის სპეციალისტ - პატრის პავისთან ჩაწერილია 2018 წლის 3 ოქტომბერს სლოვაკეთში, ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - „დივადელნა ნიტრა“
სექტემბრიდან თბილისის თეატრალური ფესტივალების მიმოხილვის დასაწერად ვემზადებოდი. პროფესიულად უნდა მივდგომოდი საკითხს. ჯერ თბილისის თეატრალური ფესტივალის შესახებ ვაპირებდი წერილის გამოქვეყნებას, შემდეგ ფესტივალ „საჩუქარზე“ დავწერდი. მთელი საფესტივალო პროგრამის ათვისებას თავიდანვე არ ვგეგმავდი...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04