თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ საქართველოში, დიდი ბრძოლითა და ძალისხმევით დაარსებულ დამოუკიდებელ თეატრებს (სრულიად გასაგები კულტურის პოლიტიკის გამოც), „ტყვიის დროებაში“ უწევთ არსებობა, რაღაცებთან შეგუება და გადარჩენისათვის ბრძოლა...
მსოფლიო თეატრის ისტორიაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესი თითქმის ყოველთვის დაკავშირებული იყო (და არის) ახალი ფორმების, ენისა და თვითიდენტობის ძიებასთან. ასეთი ნამუშევრები ცენტრებისგან შორს, „პროვინციებში“ იქმნება და დიდწილად ლაბორატორიული ხასიათი აქვს...
ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესების მაყურებელი თუ მონაწილე უკვე წლებია ვართ. ამ დროის განმავლობაში, თეატრმა, ნაწილობრივ, შეცვალა მაყურებლის წარმოდგენები თეატრზე, დაანახა ტრადიციული თეატრალური ფორმების ალტერნატივა და უკვე მოასწრო კიდეც ახალი მაყურებლის შექმნა...
სათეატრო სფეროში სიახლეა - დამოუკიდებელი სათეატრო სივრცეების, კომპანიებისა და არტისტების მხარდასაჭერად შეიქმნა პრემია "თავისუფალი". გიზიარებთ პრემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას...
დმანისის თეატრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი იწყებს ახალი, დამოუკიდებელი პროექტის განვითარებას, პირობითი სახელით „შეხვედრის ადგილი“, სადაც კონკურსის შედეგად გამარჯვებული სპექტაკლი, ძირითადად გარე სივრცეში სათამაშოდაა გათვლილი...
წლების მანძილზე მიზანმიმართულმა ძიებამ გამოიღო ცხადი და უკვე ყველასათვის უდაო შედეგი. მოძრაობის თეატრმა შეძლო არა მხოლოდ ფორმალური ფუნქციონირება, არამედ საკუთარი ინდივიდუალური ხასიათის, ფერის დამკვიდრება ქართულ თეატრალურ ლანდშაფტში...
ახლა ომია და ყველაზე მეტად გახდა გასაგები ახალი თეატრის მნიშვნელობა ჩვენთვის, წაგებული ომების თაობისთვის...ინტიმურ თეატრში ამაზე გელაპარაკებიან, ყველაზე პრივატულ, ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებს გიზიარებენ. ეს თეატრი შენი მეგობარი ხდება, მასთან კომუნიკაცია საუკეთესო მეგობართან დიალოგს გაგონებს. შეიძლება მასთან ვინც ომმა წაგართვა. ეს თეატრი კომპენსაციაა...
ალბათ, დამეთანხმებით, რომ განახლებისა და რეგენერაციის გარეშე, ბუნებრივი სელექციის გარეშე, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი იწყებს ლპობას და კვდომას. ზუსტად ამ სამწუხარო სურათს ვხედავთ დღეს ქართულ თეატრში და ამ პროცესის წარმმართველი არის კულტურის სამინისტრო, რომელიც უფრთხის ახალგაზრდულ ძალასა და რესურსს და მთელი ძალით ებღაუჭება „ტიტულოვან“ ხელოვანებს...
2021 წლის ბოლოდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები. აღნიშნულმა პროცესმა გამოავლინა რიგი ტენდენციები, რომელიც წერილის ავტორი კრიტიკოსებისთვის წარმოადგენს რეგრესულ ნაბიჯებს და იწვევს მავნებლურ შედეგებს სფეროს განვითარების თვალსაზრისით.
14 იანვარს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, გახსნა ახალი სივრცე მარიონეტული სპექტაკლებისთვის. პირველი პრემიერა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ალბათ, ცოტაა ტექსტი რომელიც ასეთი მარტივი ენით გადმოსცემს ყველაზე დიდ სიმართლეს ადამიანების ცხოვრების სირთულეების შესახებ. ამიტომ ბუნებრივია „პატარა უფლისწული“, ამჯერად „პატარა პრინცის“ სახელით, ისევ ხდება ინტერესის საგანი...
ვეღარც ვიხსენებ ზუსტად როდის ან რატომ ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად დავწერდი ადამიანზე, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ. ამ სურვილს ახლდა შიში და განცდა, რომ არასაკმარისად მზად ვიყავი მასთან შესახვედრად, მაგრამ ზუსტად დღეს და ახლა, როცა ჯერ ისევ ბუნდოვანია თეატრის გახსნის და მისი ფუნქციონირების საკითხი, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი დრო იყო მასთან სასაუბროდ.
ნიარა ჭიჭინაძეზე გიყვებით...
"მე მინდა შეიქმნას ისეთი პლატფორმა, კლიმატი...რავიცი რა დავარქვა, აუზი სადაც მე ვიცურავებ, სულ არ უნდა დამჭირდეს მათთან კონტაქტი..."