მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 25 მარტს (სამშაბათს) 17:00 საათზე გეპატიჟებათ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე...
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 2014 წელს დაარსებიდან 120 წელი უსრულდება, 25 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში გეპატიჟებათ სპექტაკლზე "ლამბალო და ყაშა"...
28 თებერვალს , 1, 2 მარტს , 19 სათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის-პაველ პრიაჟკოს პიესას- „ტრუსები“ ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებული ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელებს.
გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „მოძრაობის თეატრის“ ერთობლივი ძალისხმებით, ხორციელდება პროექტი „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“, რომელიც „თანამედროვე დრამატურგიის სერიით“ გამოცემული პიესების კითხვების მოწყობას ითვალისწინებს.
განაცხადების მიღება: - 2014 წლის 21 თებერვლიდან...
2014 წლის13 თებერვალს, 18:00 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოგიდგენთ ა. გელმანის „ბაღის სკამის“ მიხედვით განხორციელებულ დადგმას „დაუსრულებელი რომანი“...
თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან ინტერვიუების სერიას ვაგრძელებთ ჭიათურის თეატრში, წლის დასაწყისში, შექმნილი ვითარების გარკვევით. სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ, ახალი პირობები შესთავაზა დასს, რამაც თეატრში არსებული დაძაბულობა და კონფლიქტური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა...
უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის ბოლოს ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის სტატისტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და ის არ გამოხატავს მხატვრულ ხარისხსა და თვისობრიობას. წლევანდელ კვლევაში საქართველოს 37 თეატრის მონაცემებია წარმოდგენილი. მათ შორის, დედაქალაქის - 13 თეატრი, რეგიონის - 18 თეატრი და კერძო (დამოუკიდებელი) - 6 თეატრი.
13 იანვარს, 13 საათზე, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის, დამოუკიდებელი, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს.
რამოდენიმე თვეა, რაც სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები დაინიშნენ. ქართული თეატრის ვებგვერდი პერიოდულად ეხმაურებოდა ამ არც თუ უმტკივნეულო პროცესს. ხარვეზებითა თუ თანმდევი ვნებათაღელვებით ცვლილება მაინც განხორციელდა და ახლა მის მიერ მოტანილ შედეგებს უნდა დავაკვირდეთ. გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუები ახალ სამხატვრო ხელმძღვანელებთან. გავეცნოთ მათ საქმიანობას, ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს. ინტერვიუების ამ სერიას ვიწყებთ ზუგდიდის თეატრიდან, რომელიც, წლის ბოლოს, ავარიული შენობისა და რთული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ზუგდიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი წერედიანს ესაუბრა თეა კახიანი
21 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის №32) გაიმართება კვლევისა და წიგნის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა) პრეზენტაცია, რომელზედაც მოწვეულები არიან თეატრების ხელმძღვანელები, რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მკვლევარები.
სექტემბერ-ოქტომბერი ფესტივალის თვეები აღმოჩნდა: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ელისო ვირსალაძის სახ. თელავის და ვ. კახიძის მუსიკალური ფესტივალები, დოკუმენტური კინოს ფესტივალი და ა.შ.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04