პრემიერა
7 დეკემბერს, 19:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში პრემიერაა. თანამედროვე პოლონელი დრამატურგის - სლავომირ მროჟეკის პიესა - „პოლიცია” ქართველ მსახიობებთან ერთად განახორიციელა პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ
21 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის №32) გაიმართება კვლევისა და წიგნის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა) პრეზენტაცია, რომელზედაც მოწვეულები არიან თეატრების ხელმძღვანელები, რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მკვლევარები.
სექტემბერ-ოქტომბერი ფესტივალის თვეები აღმოჩნდა: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ელისო ვირსალაძის სახ. თელავის და ვ. კახიძის მუსიკალური ფესტივალები, დოკუმენტური კინოს ფესტივალი და ა.შ.
6 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი №32.) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის „ლირის თეატრი“ პრეზენტაცია...
წლევანდელი შემოდგომა განსაკუთრებით დატვირთული და ბარაქიანი თეატრალებისთვის აღმოჩნდა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური
ფესტივალის შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ კარგად გაანალიზებულ-აღქმული არც იყო, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ”საჩუქარი” დაიწყო. ამ ყველაფერს კი დაემთხვა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური დაჯილდოების ცერემონიალი...
ისევ 90-იანი წლებიდან დავიწყებ. არ დავარღვევ ბოლო დროის პრაქტიკას ამ ათვლის წერტილით გავზომოთ მიღებული შედეგები, ძრწოლით გამოვთქვათ უკან დაბრუნების შიშები და კიდევ ერთხელ, გარკვეული სიფრთხილით განვიმტკიცოთ ჩვენი, საყოველთაო ევროპული არჩევანი...
პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე , თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 8, 9 და 10 ოქტომბერს წარმოგიდგენთ უილიამ შექსპირის პიესას „ ზამთრის ზღაპარი“.
გასული ზაფხულიდან მოყოლებული, თეატრალურ საზოგადოებაში (და არა მხოლოდ) მთავარი განხილვისა თუ კამათის თემაა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსის საკითხი. საგანგებოდ შერჩეულმა სარეკომედაციო საბჭომ კონკურსის შედეგად ყველა სახელმწიფო თეატრში წარადგინა გამარჯვებულები...
უკვე საქართველოში არსებულ ყველა თეატრში დანიშნულია სამხატვრო ხელმძღვანელები. ხელმძღვანელის გარეშე კი, მხოლოდ რუსთავის თეატრი დარჩა, სადაც სარეკომენდაციო საბჭომ, რომელიც პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი შეარჩია...

15-აპრილი-2024, 14:40

27-თებერვალი-2024, 12:50

24-დეკემბერი-2023, 01:00

21-დეკემბერი-2023, 14:14

20-დეკემბერი-2023, 18:04