გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი მეორედ გაიმართა. ფესტივალი 7 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალში მონაწილეობას  14 თეატრალური დასი იღებდა. ჟიურის გადაწყვეტილბით სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილები და გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, საჭიროდ ჩავთვალე შემაჯამებელი წერილი გამომექვეყნებინა შეფასების ამოსავალი პრინციპების თვალსაჩინოებისათვის. ჟიურის სრული შემადგენლობის სახელით ვულოცავ 2015 წლის კომედიის ფესტივალის ნომინაციებში წარდგენილებსა და გამარჯვებულებს!     

26-ივნისი-2015, 15:24

გაორება რომ ცუდია, შესანიშნავად მესმის, მითუმეტეს როდესაც საუბარი ეხება შემოქმედებითი ნაწარმოების შეფასებას. ასეთი გაორების მსხვერპლი გავხდი მუსიკისა და დრამის თეატრში თამარ გომართელის მიერ დადგმული ჰ. იბსენის „ჰედა გაბლერის“ ნახვის შემდეგ...

06-ივნისი-2015, 08:04

თეატრალური ფესტივალის იდეა  მისმა ორგანიზატორებმა საინტერესო, მულტიკულტურული მნიშვნელობის არტეფაქტს დაუკავშირეს, რომელიც „აია სოფიას“ აღმოსავლეთ კედელზე, 1450-1850 წლებს შორის უნდა იყოს ამოტვიფრული...

16-მაი-2015, 22:03

საკმაო ხანია დავით გაბუნიას დრამატურგიამ თეატრის რეჟისორების ყურადღება მიიქცია. ნ. ჩაკვეტაძე, მ. ჩარკვიანი, პ. ციკოლია, დ. თავაძე ახალგაზრდა რეჟისორთა ის პლეადაა, რომელმაც ამ დრამატურგის პიესები სცენაზე გააცოცხლა. მთრგმნელისა და დრამატურგის პიესათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმე პრემიით აღინიშნა...

14-მაი-2015, 10:28

29-აპრილს და 1 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.

პირველად ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის „ანტიგონე“ დაიდგმება...

24-აპრილი-2015, 16:29

“თეატრალური ხელოვნების ცენტრის” ინიციატივით იმართება თეატრის ახალგაზრდა კრიტიკოსთა სემინარი, რომელსაც წარუძღვება თეატრის კრიტიკოსი მარკ ბრაუნი (შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო). სემინარი ჩატარდება თბილისში, მოიცავს ორ დღეს, 19-20 აპრილს

 

application-form.docx [11 Kb]

25-მარტი-2015, 08:02

4 მარტს, 18 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის „ქართული თეატრი 2014 წელს“ პრეზენტაციას...

02-მარტი-2015, 18:59

რეგიონული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან დიალოგები გრძელდება. თეა კახიანი ესაუბრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, გადაუჭრელი პრობლემები კვლავ ბევრია... 

28-თებერვალი-2015, 20:41

„ბეჩავი“ მოულოდნელი არ ყოფილა. ის აგრძელებს თერაპიული თეატრის პრაქტიკას საქართველოში.  გარდა ამისა აგრძელებს და მეტად ამკვეთრებს  „სამეფო უბნის თეატრის“ ახალი ტალღის გავრცელების მიმართულებას. რამდენიმე წელია ამ თეატრიდან სრულიად არაკონსერვატიული, რადიკალურად განწყობილი, ღირებულებათა განახლების თუ გადაფასების მსურველი ახალგაზრდები „მანიფესტებს“ ქმნიან. მათი იდეები რთულ ოპერაციებს ატარებენ ჩვენი მეხსიერებისა და მენტალობის სისტემებში...

23-თებერვალი-2015, 10:13

სპექტაკლი თეატრზე და თეატრის მოღვაწეებზე. დანახული არც თუ ლამაზი რაკურსით:  რეჟისორი–ამბიციური, მისი მეუღლე – უნარდაკარგული და დამონებული, შვილები უნიჭოები და დედის მიერ დათრგუნულები. ესაა მოკლე ანოტაცია  რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლისა "სანახაობის მომწყობი", კოპროდუქციის, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა ქრისტიან პაპკემ ქართულ შემოქმედ ჯგუფთან ერთად განახორციელა...

20-თებერვალი-2015, 08:41

რანევსკაიას – გურანდა გაბუნია მიუხედავად მისი ხანდაზმული ასაკისა  სილამაზე და მომხიბლავობა შერჩენია, თუმცა ასაკმა თავი მაინც იჩინა და პარკინსონის დაავადებაც შეჰპარვია. მძიმედ გადაადგილდება. სპექტაკლის დასაწყისში გურანდა გაბუნია თამაშობს მოხუცებულ ქალს, რომელიც მწარედ განიცდის ფირსის უყურადღებოდ მიტოვებასა და ალუბლის ბაღის დაკარგვას. მაინც და მაინც არც იმაშია  დარწმუნებული რომ მის წინაშე ვარია თუ ანიაა. სამაგიეროდ კარგად ახსოვს დროულად ყავის დალევა

04-თებერვალი-2015, 19:51

თავისუფალი თეატრის სცენაზე, 12 იანვარს, ნიკა ჩიკვაიძის პრემიერა შედგა. ახალგაზრდა დრამატურგის, დავით გაბუნიას სამი პიესა: "დედა", "ლავინიას ყურები" და თურქი ბიჭის სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული" რეჟისორმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანა და მაყურებელს სახელწოდებით "ყველა დამამძიმებელი გარემოება" წარუდგინა...

04-თებერვალი-2015, 19:38



გამოკითხვა
სტატისტიკა