წარსული მიღწევებით მანიპულირება დიდი ხანია ჩვენი კულტურის და ხასიათის ნაწილად იქცა. საჭიროების მიხედვით, წინაპრების სახელებსა და გვარებს ისე ამოვიყენებთ ხოლმე გვერდზე, როგორც კარგად ნაცადსა და გამოყენებად იარაღს, რომლის ტარების უფლებაც ყველას აქვს. "საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის" იარაღად ქცეულ ილია ჭავჭავაძეს, თუ ადრე თეატრალთა პირველი პროფესიული გაერთიანების მართვა ევალებოდა, დღეს მისი ხელშეუხებლობის გარანტია...

17-იანვარი-2015, 23:46

ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა, კრედიტუუნაროებად და კრედიტუნარიანებად. ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არაა და კრედიტუნარიანია, ჩვენი მოქნილი საბანკო სისტემის წყალობოთ, ამავდროულად პოტენციური უსახლკაროცაა. ამიტომ  მხოლოდ დროის საკითხია ახლა ხარ უსახლკარო თუ ოდნავ მოგვიანებით იქნები. შეგიძლიათ თქვათ, რომ ვაჭარბებ, თუმცა ალბათ ზუსტად ისე, როგორც  შემწეობის მოთხოვნის რიგში მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანები...

10-დეკემბერი-2014, 22:57

საკმაოდ დიდხანს ვგეგმავდით გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძესთან ინტერვიუს ჩაწერას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გორში კომედიის ფესტივალი გაიმართა და ახალი სიცოცხლე და ელფერი მისცა რეგიონის თეატრალურ ცხოვრებას. გარკვეული მიზეზებით, და უფრო მეტად იმ მიზეზით, რომ თეატრალური კრიტიკა ვერ ახერხებს სხარტად უპასუხოს მიმდინარე პროცესებს, ინტერვიუმ ამ დრომდე დაიგვიანა... 

24-ნოემბერი-2014, 14:26

მაქსიმ გორკის პიესას "ფსკერზე" არაფერი საერთო არ აქვს არც კომუნისტურ იდეალებთან და არც პროლეტარიატის დიქტატურასთან. საბჭოთა მწერლის, "სოციალისტური რეალიზმის" ფუძემდებლის, როგორც ძირითადად მოიხსენიებენ ხოლმე 1901/1902  წელს დაწერილმა ამ ნაწარმოებმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება და 1902 წელს დაიდგა კიდევაც მოსკოვის სამხატვრო თეატრში...

22-ნოემბერი-2014, 01:57

ამიელი ნოტომი ის დრამატურგია, რომელსაც უკვე იცნობს ქართველი საზოგადოება, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან "მტრის ნიღაბი". ამჯერად კი ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე წარმოგვიდგენს ნოტომის "საწვავს"...

20-ნოემბერი-2014, 13:39

11 ნოემბერს, 12:00 საათზე,  მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" და   "სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014" –ის ორგანიზატორთა ერთობლივი პრესკონფერენცია. 

11-ნოემბერი-2014, 02:19

ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომის თბილისი ხელოვნების საფესტივალო ბუმშია გახვეული. თეატრალური სეზონის გახსნას წინ უსწრებს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მას მოსდევს  „საჩუქარი“ და თეატრალებისა თუ უბრალო მაყურებლისათის შესაშურად მდიდარია არჩევანი. პარალელურად ყველა მოქმედი თეატრალური დასი ხსნის ახალ სეზონს, რასაც თან ახლავს პრემიერები.  27 ოქტომბერს, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლზე მიგვიწვიეს...

30-ოქტომბერი-2014, 04:27

2014 წლის  7 ივნისს, თბილისში, „რკინის თეატრის“ შენობა გაიხსნა. რეჟისორი, რომელიც თავისი საინტერესო და წარმატებული თეატრალური გამოცდილებით, ამ ტყვიისფერი, შავი და წითელი ფერებით გადაწყვეტილ, ახალ თეატრალურ სივრცეს გვთავაზობს დათო ანდღულაძეა. უკვე რამოდენიმე წელია, თავისი ყოფილი სტუდენტებისაგან შეკრული დასით დგამს  სპექტაკლებს, რომლებიც თავისთავად არ არიან სიახლეს მოკლებულნი, მაგრამ ის, რაც მათ, 7 ივნისს,  წარუდგინეს მაყურებელს, ნამდვილი სიურპრიზი იყო...

29-ოქტომბერი-2014, 12:49

2014 წელი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. მას დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო ღონისძიებების ჩამონათვალში შევიდა საგასტროლო ტურნე, რომლის ორგანიზებაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა...

28-ოქტომბერი-2014, 14:49

2014-15 წლების თეატრალური სეზონი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა რეპერტუარის განახლებით დაიწყო. 
28 და 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თეატრი გეპატიჟებათ ნანუკა სეფაშვილის "გენმოდიფიკაციაზე", რომელიც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ განახორციელა..

28-ოქტომბერი-2014, 01:31



გამოკითხვა
სტატისტიკა