თანამედროვე ქართველ მაყურებელს დღეს, მგონი, აღარაფერი აოცებს. ქართული თეატრი ეტაპობრივად ჭრის ვიწრო თეატრალურ სივრცეს და მიმართავს ნებისმიერ ექსპერიმენტს, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით. შესაბამისად, მაყურებელს დღეს აღარაფერი უკვირს, რომელიც ხან სცენიდან, ხანაც დარბაზიდან ადევნებს თვალს მსახიობის თამაშს...
28 თებერვალს , 1, 2 მარტს , 19 სათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის-პაველ პრიაჟკოს პიესას- „ტრუსები“ ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებული ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელებს.
გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „მოძრაობის თეატრის“ ერთობლივი ძალისხმებით, ხორციელდება პროექტი „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“, რომელიც „თანამედროვე დრამატურგიის სერიით“ გამოცემული პიესების კითხვების მოწყობას ითვალისწინებს.
განაცხადების მიღება: - 2014 წლის 21 თებერვლიდან...
ოცდამეერთე საუკუნის თეატრმა უარი თქვა საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ფარდაზე, რომელიც მოქმედების დაწყების წინ იხსნება. ამით რასაკვირველია დაიკარგა მოულოდნელობის ის ეფექტი, რაც ამ ფარდის ახდას მოჰყვებოდა ხოლმე - როდესაც უეცრად აღმოჩნდებოდი მხატვრის მიერ გაფორმებულ გარემოში, სადაც სპექტაკლის გმირებს უნდა ეცხოვრათ...
„თავისუფალ თეატრში“ უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამის“ განხორციელებას რამოდენიმე სარჩული უდევს. პირველი მარკეტინგია, რომლის წესებითაც ავთანდილ ვარსიმაშვილი თავისი პროდუქციის პოზიციონირებას რობერტ სტურუას პროდუქციასთან ჭიდილში ახდენს. მეორე - ძალაუფლებისათვის ბრძოლის თემატიკის აქტუალურობა. დამეთანხმებით, ყველა დროისა და სივრცისთვის დამახასიათებელ პრობლემას დღევენდელიც ემატება...
2014 წლის13 თებერვალს, 18:00 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოგიდგენთ ა. გელმანის „ბაღის სკამის“ მიხედვით განხორციელებულ დადგმას „დაუსრულებელი რომანი“...
17 თებერვალს, ორშაბათს პირველი რადიოს „თეატრალური შეხვედრების“ პირდაპირ ეთერში იქნება ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისმიერ ჩატარებულ სტატისტიკურ კველევის განხილვა, სადაც მიპატიჟებული ვარ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ მის შედეგებზე, მით უფრო მეტი აზრები ჩნდება. რომ არ განვმეორდე გთავაზობთ ჩემი შეფასებების მეორე ნაწილს...
უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ მისი ადრეული პიესებიდან ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებად ითვლება ქრონიკებს : „ჰენრიხ … IV, V, VI“, „რიჩარდ II“ შორის, რომელიც ავტორმა ტრაგედიის დონეზე აამაღლა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისიცაა, რომ რიჩარდ გლოსტერის ასეთი სისხლსავსე (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ცხოვრება ისტორიულად სრული სიმართლე მაინცდამიანც არაა და უ. შექპირმა ეს პერსონაჟი ისეთი შექმნა როგორიც მას სურდა...
გამოხმაურება ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ სტატისტიკურ კველევასა და მის შედეგებზე.
...მათ მიერ წამოწყებული საქმე უდიდესი მნიშვნელობისაა, თუნდაც იმიტომ რომ მას ნამდვილი პროფესიონალები ატარებენ (სიმართლე რომ ითქვას ასეთ კვლევას თეატრის მოღვაწეთა კავშირიც უნდა ატარებდეს) ისინი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად იცნობენ იმ პრობლემებს თუ გადაუჭრელ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მთელი თეატრების წინაშე დგას...
ისევ გვისმენენო, გვამცნო ცოტა ხნის წინ რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ. სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აგრერიგად ნანატრი სამართლიანობის აღდგენამდე ჯერ ისევ შორია და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმაც აღიარეს, რომ ჩვენი საუბრები ტელეფონით კვლავ ისმინება...
ახმეტელის თეატრში ახალი, გარდამავალი ეპოქა ტრაგიკულად დაიწყო... მოულოდნელად გარდაიცვალა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ გოლაძე, დაგეგმილ პრემიერამდე სწორედ 3 დღით ადრე... ახლადარჩეული სამხატვრხო ხელმძღვანელი, აწ უკვე გარდაცვლილი თამაზ გოლაძე ბევრი ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავდა ახმეტელის თეატრში, მთავარ რეჟისორად მიიწვია ირაკლი გოგია, რომელმაც თეატრში სპექტაკლის დასადგმელად რეჟისორი პოლონეთიდან დარიუშ ეზერსკი მოიწვია.
დღეს, როცა თანამედროვე ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორების უმეტესობა მაყურებლის წინაშე თავს უცხოური ტექნიკური ეფექტების გამოყენებით იწონებს და არა იდეის, თემის, პრობლემის მისეული ინტერპრეტაციით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჩიტის მოტანილი ამბავი“ შემოგვთავაზეს...

15-აპრილი-2024, 14:40

27-თებერვალი-2024, 12:50

24-დეკემბერი-2023, 01:00

21-დეკემბერი-2023, 14:14

20-დეკემბერი-2023, 18:04