ვისაც ჰგონია, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში საინტერესო შემოქმედებითი პროცესები არ მიმდინარეობს, ნება მომეცით ამ აზრს დასაბუთებულად შევეწინააღმდეგო, ქართული თეატრი ვითარდება და ამას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე თბილისში ჩამოტანილი სპექტაკლების წარმოდგენებიც მოწმობს. მართალია, ჩვენი თეატრი გარდამავალ ეპოქაშია, მაგრამ აშკარაა, რომ ის  ისწრაფვის ახალი ფორმების ძიებისა და თამამი ექსპერიმენტებისაკენ...

23-იანვარი-2014, 00:26

თავისუფალი თეატრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სტაბილური, ორიგინალური და დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში, რომელსაც უკვე ათ წელზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისეთი პირმშოა, რომელიც არ ცვლის თავის მხატვრულ პრინციპებს და დევიზს - "თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს"...

21-იანვარი-2014, 11:23

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან ინტერვიუების სერიას ვაგრძელებთ ჭიათურის თეატრში, წლის დასაწყისში, შექმნილი ვითარების გარკვევით. სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ, ახალი პირობები შესთავაზა დასს, რამაც თეატრში არსებული დაძაბულობა და კონფლიქტური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა... 

15-იანვარი-2014, 11:38

უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის ბოლოს ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის სტატისტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და ის არ გამოხატავს მხატვრულ ხარისხსა და თვისობრიობას. წლევანდელ კვლევაში საქართველოს 37 თეატრის მონაცემებია წარმოდგენილი. მათ შორის, დედაქალაქის - 13 თეატრი, რეგიონის - 18 თეატრი და კერძო (დამოუკიდებელი)  - 6 თეატრი. 

13-იანვარი-2014, 23:18

13 იანვარს, 13 საათზე, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის  ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის, დამოუკიდებელი, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს. 

10-იანვარი-2014, 15:41

რამოდენიმე თვეა, რაც სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები დაინიშნენ. ქართული თეატრის ვებგვერდი პერიოდულად ეხმაურებოდა ამ არც თუ უმტკივნეულო პროცესს. ხარვეზებითა თუ თანმდევი ვნებათაღელვებით ცვლილება მაინც განხორციელდა და ახლა მის მიერ მოტანილ შედეგებს უნდა დავაკვირდეთ. გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუები ახალ სამხატვრო ხელმძღვანელებთან. გავეცნოთ მათ საქმიანობას, ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს. ინტერვიუების ამ სერიას ვიწყებთ  ზუგდიდის თეატრიდან, რომელიც, წლის ბოლოს, ავარიული შენობისა და რთული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ზუგდიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი წერედიანს ესაუბრა თეა კახიანი

09-იანვარი-2014, 14:12

ჰ. იბსენისადმი და საერთოდ "ახალი დრამის" მიმართ ინტერესი სრულიად გასაგებია მაშინ, როცა  ჩვენს ქვეყანაში ასეთი მძაფრი ემოციები ბატონობს - პოლიტიკურმა პროცესებმა სრულად დაიპყრო ადამიანთა ფსიქიკა. გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის  პოსტულატი, რომლის მიხედვით   ყოველ ინდივიდში "ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით, სიტუაციით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს"...

01-იანვარი-2014, 11:40

იავნანამ რა ჰქმნა?

23-დეკემბერი-2013, 13:18

გასული სეზონის მიწურულს, თეატრმა „ფაბრიკამ“ (ვისთვისაც ეს სახელი უცნობია, შევახსენებთ, რომ ესაა ახალი ანტრეპრიზა  „რობერტ სტურუა  პროდაქშენი“) თბილისელ მაყურებელს უჩვენა თავისი პირველი ნამუშევარი - ტერენს მაკნალის „მასტერ კლასი“, ქართულ ვერსიაში  „მარია კალასი. გაკვეთილი“...

19-დეკემბერი-2013, 00:33

თეატრის წინ რეჟისორის ვარსკვლავი გაიხსნა

 

17-დეკემბერი-2013, 15:10

დეპრესია, ფსიქოზი, მელანქოლია, მოჩვენებები. ვერასოდეს გაექცევი წარსულის აჩრდილებს, ისინი მუდამ შენს გვერდით არიან ერთგული მეგობრებივით. 27-28 ნოემბერს მუს-კომედიის სცენაზე, მიშა ჩარკვიანმა მოჩვენებები "ადამიანებად" აქცია, ორ მოქმედებიანი წარმოდგენა ჰენრიკ იბსენის იგივე სახელწოდების პიესის (მოჩვენებანი) მიხედვით შექმნა. პრობლემის ახლებური გააზრება, აქტუალურობა და სიმძაფრე, სწორედ ის აუცილებელი და ფუნდამენტური ელემენტები აღმოჩნდა, რაზეც სპექტაკლი გახლავთ აგებული...

15-დეკემბერი-2013, 23:24

წინასაპრემიერო ჩვენება

03-დეკემბერი-2013, 12:22



გამოკითხვა
სტატისტიკა