უცნაურია იჯდე სცენაზე და ისე ადევნებდე თვალს სპექტაკლს. ამჯერად, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მიგვიჩინეს ადგილი, რობერტ სტურუასა და ანდრო ენუქიძის მიერ დადგმული სპექტაკლის “ვთამაშობთ სტრინდბერგს” სანახავად...
დილით, სახლიდან გამოსულს, თბილისის თეატრალური ფესტივალის ერთ–ერთი გმირის სერგეი ბეზრუკოვის პორტრეტით შეფუთულმა ყვითელმა ავტობუსმა ჩამიქროლა. ეს სწორედ ის რუსი არტისტია, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ელოდა
26 სექტემბერი
უაღრესად დაძაბული, წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, თეატრალური ფესტივალი თბილისში გრძელდება და ქართველი მაყურებელიც ცდილობს ” კომპრომატების- რეალითი შოუებს” ალტერნატივა მოუძებნოს...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი იწვევს ახალგაზრდა (35 წლამდე) თეატრის მკვლევრებს და რეჟისორებს პოსტ საბჭოთა სივრციდან საერთაშორისო ფორუმში „პოსტ საბჭოთა დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ მონაწილოების მისაღებად...
"ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება - ყოველ წელს ფესტივალის ამბავი ცარიელი ფურცლიდან იწყება... 14 სექტემბრიდან “მეოთხე ამბავს” გთავაზობთ" – მიმართავს ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი მაყურებელს, მსახიობებს, კრიტიკოსებსა და პარტნიორებს...
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის ინიციატივითა და ხელშექყობით სასტუმრო შერატონის პიანო ბარის დარბაზში გაიმართება ორი საერთაშორისო ღონისძიება...
ჯერ კიდევ 1985 წელს მარკიზ ფრესკობალდის ვილაში ე, გროტოვსკიმ თავისი პირველი , ორთვიანი სემინარი გამართა. „ეჟი გროტოვსკის ცენტრის“ მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩასულ 200 ახალგაზრდას გადასცეს ის პრაქტიკული, მეთოდოლოგიური, შემოქმედებითი თუ ტექნიკური გამოცდილება, რაც მის ხელმძღვანელს ამ უკანასკნელი 30 წლის კვლევის მანძილზე დაუგროვდა. პიტერ ბრუკის თქმით „გროტოვსკის ცენტრი მიზნად არ ისახავს ხელოვნების გადარჩენას, უპირველესად საქმე ეხება ყოველი ადამიანის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას“...
მოხსენება წაკითხული იქნა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში 2012 წლის 12 ივლისს
გასული თეატრალური სეზონის შეჯამება უპრიანი იქნება დავიწყოთ სამწუხარო ფაქტით, რაც უკავშირდება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლებას. გასული სეზონი ამ შემაშფოთებელი ფაქტით დაიწყო, რომელიც ნამდვილი შოკი იყო არა მხოლოდ თეატრალური საზოგადოებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვისაც...
სანკტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლებს ოვაციებით ხვდებიან. ოვაციები მას არც საქართველოში აკლდა – რუსთაველის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში – და არ აკლია დღესაც, როდესაც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თბილისში ჩამოდის და თავის ნამუშევრებს აქაურ პუბლიკას უჩვენებს...
ისევ საკუთარი პროფესიის სპეციფიკისა და მისი სადღეისო მდგომარეობის შაფასებით დავიწყებ. უკვე კარგა ხანია კრიტიკა თავის კუთვნილ ადგილს ეძებს თეატრში. გასულ საუკუნეში ეს ადგილი თეატრის ისტორიის, საუკეთესო შემთხვევებში კი მისი მხატვრული დონის შექმნაში გამოიხატებოდა...
მექსიკის, კანადის, პოლონეთისა და ირლანდიის შემდეგ საუნივერსიტეტო თეატრების ასოციაციის (AITU-IUTA- www.aitu-iuta.org) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესს ბელორუსია მასპინძლობს. 2-6 ივლისს მინსკში მსოფლიოს 35 ქვეყნის სამასამდე თეატრის ექსპერტი, რეჟისორი, თეატრმცოდნე და არტ მენეჯერი იკრიბება...

15-აპრილი-2024, 14:40

27-თებერვალი-2024, 12:50

24-დეკემბერი-2023, 01:00

21-დეკემბერი-2023, 14:14

20-დეკემბერი-2023, 18:04