ჟან კოკტოს „წმინდა ურჩხულების“ მოტივებზე შექმნილი, ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი, მარჯანიშვილის სახ. თეატრში, ვარსკვლავურ-ბენეფისურია. პიესის შერჩევა და ადაპტაცია მორგებულია მთავარი როლის შემსრულებელზე - გურანდა გაბუნიაზე. ლევენ წულაძე ერთგვარ „ხარკს“ უხდის უფროსი თაობის მსახიობებს, რომლებიც ამ თეატრში მოღვაწეობენ და შესანიშნავ საშემსრულებლო გარემოს უქმნის მათ...
თითქოსდა მშვიდი სახლი: ძველებური კარადებით, ბუფეტებით, ქარვისფერი ნოხივით ქვიშით მოფენილი სცენა - სიმყუდროვის, ბედნიერების და უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ უკანა კედლის პანო - მოქრუშული შავღრუბლიანი, ავდარმომასწავებელი ცა უბედურების მოტანის მანიშნებელია. ეს ის პირველი შთაბეჭდილებაა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „BEGALUT - უცხოობაში“ ნახვისას რომ გეუფლება...
2018 წლის პირველი ივლისიდან ათი ივლისის ჩათვლით, დრამატურგების, რეჟისორების, მუსიკოსების და მსახიობების, რა თქმა უნდა მაყურებელთან ერთად, შეხვედრის ადგილი დიღომში, კინოსტუდიის - „ქართული ფილმი“ - მეხუთე პავილიონში გახლდათ, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართა და სადაც ახალგაზრდა ხელოვანები, სპეციალურად, ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს სთავაზობდნენ მაყურებელს...
მიხეილ ჩარკვიანმა (რეჟისორი) ინტერესი ამჯერად მეოცე საუკუნის შვედი დრამატურგის ლარს ნურენის „დემონებზე“ შეაჩერა, რომლის ნახვაც სამეფო უბნის თეატრში შეგიძლიათ. სპექტაკლმა დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში...
იმ დღეს სრულიად უცნობმა ქალბატონმა, თეატრის მოლარემ, მოსაწვევი მაჩუქა. ხელში მეჭირა ოქროსასოებიანი ბილეთი. თბილი, მზიანი დღე იყო. რა მინდოდა ამაზე მეტი?! დავხედავ საჩუქარს, გამახსენდება - მალე 19:00 საათი ჩამოჰკრავს... ბატონ/ქალბატონ ერთს - წაუწერია მართკუთხედ ქაღალდზე ძვირფას მოლარეს... 5/06/18 გიწვევთ სპექტაკლზე - „ვანო და ნიკო“. რიგი - 6, ადგილი - 5...
2018 წლის 21 ივნისი. რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. კლარნეტი - ლევან ცხადაძე, ვიოლინო -ალექსანდრე ხატისკაცი, ვიოლონჩელო - სანდრო ჩიჯავაძე, ფორტეპიანო - ირინა ვარდელი; დარბაზში ჟღერს მესიანის „კვარტეტი ჟამთა აღსასრული,“ რომლის ფონზეც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე საბალეტო სპექტაკლის პრემიერა ”STALAG VIII-A”...
ვლაპარაკობ სპექტაკლ „ტარტიუფზე“, ცნობილი მოლიერის ცნობილ ორსათაურიან პიესაზე, „ტარტიუფზე ანუ ფარისეველზე“. დოიაშვილის დადგმაზე, რომელიც ამ სპექტაკლით ზუსტად ისე მოგექცევათ, როგორც ტარტიუფი ექცევა თავის მსხვერპლს. დიახ, თქვენ დღეს მისი მსხვერპლი იქნებით. ყველაფერი რასაც ელოდებით ტყული აღმოჩნდება, იმედი გაგიცრუვდებათ...
HI PerformanCZ ასე ქვია თეატრალურ ფესტივალს, რომელიც მაისში და სექტემბერში სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს და მაყურებელს. ფესტივალის ორგანიზატორი პრაღის ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტია. მისი ამოცანაა თანამედროვე ჩეხური თეატრის, ცეკვის, ცირკისა და ზოგადად საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია...
ხელი მოკიდო ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის პიესას „ალტონელი განდეგილები“, ნამდვილად თამამი ნაბიჯია და ჩემთვის სასიხარულო. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა მძიმე თემა წამოჭრა თავისუფალი თეატრის სცენაზე და თავის კოლექტივთან ერთად ძალიან საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა...
სპექტაკლი (პრემიერა შედგა ამა წლის 19 აპრილს თავისუფალ თეატში) რომლის ყურებისას ხვდები, რომ რეჟისორი ვანო ხუციშვილი ჟან-პოლ სარტრის "ალტონელი განდეგილებით" თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან პრობლემას აგნებს, ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის „შემქმნელია”...
პატრიკ ზიუსკინდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „სუნამოს“ ეკრანიზაცია მოხდა 2006 წელს (რეჟისორი ტომ ტიკვერი), რამაც უფრო პოპულარული გახადა ნაწარმოები. იოსებ ბაკურაძემ ქართველ მაყურებელს შესთავაზა სცენური ვერსია - „ამბავი ერთი მკვლელისა“, რომლის პრემიერა 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა მოძრაობის თეატრში...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04