„ბეჩავი“ მოულოდნელი არ ყოფილა. ის აგრძელებს თერაპიული თეატრის პრაქტიკას საქართველოში. გარდა ამისა აგრძელებს და მეტად ამკვეთრებს „სამეფო უბნის თეატრის“ ახალი ტალღის გავრცელების მიმართულებას. რამდენიმე წელია ამ თეატრიდან სრულიად არაკონსერვატიული, რადიკალურად განწყობილი, ღირებულებათა განახლების თუ გადაფასების მსურველი ახალგაზრდები „მანიფესტებს“ ქმნიან. მათი იდეები რთულ ოპერაციებს ატარებენ ჩვენი მეხსიერებისა და მენტალობის სისტემებში...
სპექტაკლი თეატრზე და თეატრის მოღვაწეებზე. დანახული არც თუ ლამაზი რაკურსით: რეჟისორი–ამბიციური, მისი მეუღლე – უნარდაკარგული და დამონებული, შვილები უნიჭოები და დედის მიერ დათრგუნულები. ესაა მოკლე ანოტაცია რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლისა "სანახაობის მომწყობი", კოპროდუქციის, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა ქრისტიან პაპკემ ქართულ შემოქმედ ჯგუფთან ერთად განახორციელა...
რანევსკაიას – გურანდა გაბუნია მიუხედავად მისი ხანდაზმული ასაკისა სილამაზე და მომხიბლავობა შერჩენია, თუმცა ასაკმა თავი მაინც იჩინა და პარკინსონის დაავადებაც შეჰპარვია. მძიმედ გადაადგილდება. სპექტაკლის დასაწყისში გურანდა გაბუნია თამაშობს მოხუცებულ ქალს, რომელიც მწარედ განიცდის ფირსის უყურადღებოდ მიტოვებასა და ალუბლის ბაღის დაკარგვას. მაინც და მაინც არც იმაშია დარწმუნებული რომ მის წინაშე ვარია თუ ანიაა. სამაგიეროდ კარგად ახსოვს დროულად ყავის დალევა
თავისუფალი თეატრის სცენაზე, 12 იანვარს, ნიკა ჩიკვაიძის პრემიერა შედგა. ახალგაზრდა დრამატურგის, დავით გაბუნიას სამი პიესა: "დედა", "ლავინიას ყურები" და თურქი ბიჭის სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული" რეჟისორმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანა და მაყურებელს სახელწოდებით "ყველა დამამძიმებელი გარემოება" წარუდგინა...
ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა, კრედიტუუნაროებად და კრედიტუნარიანებად. ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არაა და კრედიტუნარიანია, ჩვენი მოქნილი საბანკო სისტემის წყალობოთ, ამავდროულად პოტენციური უსახლკაროცაა. ამიტომ მხოლოდ დროის საკითხია ახლა ხარ უსახლკარო თუ ოდნავ მოგვიანებით იქნები. შეგიძლიათ თქვათ, რომ ვაჭარბებ, თუმცა ალბათ ზუსტად ისე, როგორც შემწეობის მოთხოვნის რიგში მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანები...
მაქსიმ გორკის პიესას "ფსკერზე" არაფერი საერთო არ აქვს არც კომუნისტურ იდეალებთან და არც პროლეტარიატის დიქტატურასთან. საბჭოთა მწერლის, "სოციალისტური რეალიზმის" ფუძემდებლის, როგორც ძირითადად მოიხსენიებენ ხოლმე 1901/1902 წელს დაწერილმა ამ ნაწარმოებმა თავიდანვე მიიქცია ყურადღება და 1902 წელს დაიდგა კიდევაც მოსკოვის სამხატვრო თეატრში...
ამიელი ნოტომი ის დრამატურგია, რომელსაც უკვე იცნობს ქართველი საზოგადოება, რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან "მტრის ნიღაბი". ამჯერად კი ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე წარმოგვიდგენს ნოტომის "საწვავს"...
ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომის თბილისი ხელოვნების საფესტივალო ბუმშია გახვეული. თეატრალური სეზონის გახსნას წინ უსწრებს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მას მოსდევს „საჩუქარი“ და თეატრალებისა თუ უბრალო მაყურებლისათის შესაშურად მდიდარია არჩევანი. პარალელურად ყველა მოქმედი თეატრალური დასი ხსნის ახალ სეზონს, რასაც თან ახლავს პრემიერები. 27 ოქტომბერს, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლზე მიგვიწვიეს...
2014 წლის 7 ივნისს, თბილისში, „რკინის თეატრის“ შენობა გაიხსნა. რეჟისორი, რომელიც თავისი საინტერესო და წარმატებული თეატრალური გამოცდილებით, ამ ტყვიისფერი, შავი და წითელი ფერებით გადაწყვეტილ, ახალ თეატრალურ სივრცეს გვთავაზობს დათო ანდღულაძეა. უკვე რამოდენიმე წელია, თავისი ყოფილი სტუდენტებისაგან შეკრული დასით დგამს სპექტაკლებს, რომლებიც თავისთავად არ არიან სიახლეს მოკლებულნი, მაგრამ ის, რაც მათ, 7 ივნისს, წარუდგინეს მაყურებელს, ნამდვილი სიურპრიზი იყო...
რუსთაველის თეატრი და მისი მაყურებელი საკმაო ხანი ელოდა ახალ პრემიერას დიდ სცენაზე. მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს მოლოდინი თითქმის ორი სეზონი გაიჭიმა. და ბოლოს რობერტ სტურუამ გადაწყვიტა პ. კაკაბაძის „სამი ასულის“ დადგმა...
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ამ თაობის ერთ წარმომადგენელზე, დღეს უკვე ცნობილ თეატრის რეჟისორ დავით საყვარელიძეზე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საუბარი თეატრის სტრუქტურულ განახლებაზე, მიხვდა რა, რომ ამის გარეშე თეატრს მომავალი არ ჰქონდა...
ბოროტებაში არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოროტება“, ესაა ფრაზა, რომელიც იოანე ხუციშვილის მიერ დადგმული, სამ მოქმედებიანი სპექტაკლის, „მაკბეტის“ ნახვის შემდეგ, მაყურებელს ყველაზე მეტად დაამახსოვრდება. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, მაყურებელი დარწმუნდება იმ პრობლემური თემების აქტუალურობაში, რომლებსაც რეჟისორი სვამს...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04