რაც პატარა თეატრის პატარა სცენაზე ვნახე არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებ. არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული, ვნახე ის რაც მუდმივია, რაც, მემგონი, მარადიულიცაა. მუდმივი და მარადიული კი არა მარტო სიყვარული, სიკეთე თუ სილამაზეა. მუდმივი და ხშირად საბედისწერო და მარადიული არის ძალადობაც...
სპექტაკლი რომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მზრუნველობა, შენახვა, გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება კიდევ ერთხელ დამარწმუნა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ნაჩვენებმა ჟ. ბ. მოლიერის „მიზნათროპმა“, რომლის პრემიერაც წინა სეზონში გაიმართა. ეს წარმოდგენა უკვე მეორედ ვნახე და ჩემდა გასაკვირად პირველად ნანახი მეორესგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა...
ტენესი უილიამსის პიესა „სურვილის ტრამვაი“, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ამერიკული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღირსშესანიშნავი ნაწარმოებია. ისიც არავისთვის იქნება ახალი თუ დავუმატებ, რომ ამ ავტორის ნაწარმოებებში ყველგან ვხვდებით დრამატურგის მძიმე, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრების დეტალებსა და ფრაგმენტებს...
ინგლისელ რეჟისორს და ვებერ დაგლასის სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგს, ჰილარი ვუდს კარგად იცნობენ საქართველოში. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ქართულ თეატრთან. ეს ურთიერთობა კ. მარჯანიშვილის თეატრში დადგმული უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრათი“ დაიწყო და დღემდე გრძელდება...
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ თავისუფალი თეატრის კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტია. სპექტაკლი მთლიანად ეფუძნება 1976 წელს იტალიელი რეჟისორის, ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმს. ინსცენირების ავტორია დრამატურგი ლილე შენგელია... რეჟისორი უკიდურესი ნატურალისტური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცნობიერების სიმახინჯე...
„ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა. თანმხლებ უსიამოვნებათა მიუხედავად, მას უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია“- ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის (!) ეს განმარტება, ვფიქრობ, საუკეთესო დასაწყისია დათა თავაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლის „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ მიმოხილვისათვის...
თავისუფალი თეატრი ერთადერთი კერძო, დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში, რომელსაც აქტიური ფუნქციონირება დაარსების დღიდან დღემდე არცერთი წუთით არ შეუწყვიტავს. თავისუფალი თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლებში დასმული პრობლემათა სიმწვავის, პირდაპირობის, სიმართლის შეულამაზებლად ასახვისა და გადაცემის, არცთუ მომგებიანი ცხოვრების წესის მიუხედავად, უძლებს დროს, მთავრობებს, ეკონომიკურ კრიზისს და აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას...
გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი, საიუბილეო 170-ე სათეატრო სეზონი გახსნეს. ამ თეატრში ინტენსიურად მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი, თეატრის ორ სხვადასხვა სივრცეში (დიდი და მცირე სცენა) სპექტაკლებს დგამენ განსხვავებული ესთეტიკის და მსოფლმხედველობის რეჟისორები, ემზადებიან კიდევ ერთი ახალი - ექსპერიმენტული სცენის გასახსნელად...
ზუგდიდის თეატრში, რომლის შენობა ამორტიზებულია და დარბაზში მაყურებელთა შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოცაა, ახალი სათეატრო სეზონი საპრემიერო წარმოდგენით გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა, ამჯერად, ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან სამუშაოდ ნიკა საბაშვილი მიიწვია, რომელმაც ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დადგა...
მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში რეჟისორ გურამ ბრეგაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ერთგვარად იმეორებს შექსპირისდროინდელ სცენოგრაფიას - „გზაჯვარედინზე სათამაშოს“ და მოქმედება ხდება ეფესოს მთავარ მოედანზე, პატარ-პატარა მინის სახლებით, რომელიც ერთდროულად საპატიმროს კამერებიცაა და საცხოვრებელი ბინებიც...
გაორება რომ ცუდია, შესანიშნავად მესმის, მითუმეტეს როდესაც საუბარი ეხება შემოქმედებითი ნაწარმოების შეფასებას. ასეთი გაორების მსხვერპლი გავხდი მუსიკისა და დრამის თეატრში თამარ გომართელის მიერ დადგმული ჰ. იბსენის „ჰედა გაბლერის“ ნახვის შემდეგ...
საკმაო ხანია დავით გაბუნიას დრამატურგიამ თეატრის რეჟისორების ყურადღება მიიქცია. ნ. ჩაკვეტაძე, მ. ჩარკვიანი, პ. ციკოლია, დ. თავაძე ახალგაზრდა რეჟისორთა ის პლეადაა, რომელმაც ამ დრამატურგის პიესები სცენაზე გააცოცხლა. მთრგმნელისა და დრამატურგის პიესათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმე პრემიით აღინიშნა...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04