ვფიქრობ, ქართული ტრადიციული ღირებულებების რღვევის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი განქორწინებათა სტატისტიკაა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში, განქორწინებათა რიცხვი დაახლოებით 25 %-ით გაიზარდა.  რეალური სურათი, როგორც წესი,  ოფიციალურზე გაცილებით მასშტაბურია...

07-მაი-2014, 13:03

16 აპრილს მინის თეატრმა, რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა კიდევ ერთი სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს, ეჟენ იონესკოს "მაკბეტტ". პრემიერა გაიმართა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე...

05-მაი-2014, 11:39

თუ კი ოდესმე ვინმე მკითხავს, რატომ მიყვარს თეატრი, ალბათ ვუპასუხებ: "პაკლონის", აპლოდისმენტების, ოვაციების, "ბრავოს" შეძახილის, სტვენის, ერთმანეთში არეული ხმაურის, ცრემლის-სიხარულის ცრემლის გამო. 8 აპრილს თავისუფალი თეატრის ახალ სცენაზე დაიბადა სპექტაკლი, რომელმაც ეს ოვაციები უხვად გამოიწვია...

05-მაი-2014, 03:02

ფინელი რეჟისორი, იარი იუუტინენი, საქართველოს ორი თვის წინ ეწვია, სადაც თავისუფალი თეატრის სცენაზე დაიწყო მუშაობა. მონო-სპექტაკლში "ჯულიეტა, ჯულიეტა" თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი მსახიობი ანი ალადაშვილი თამაშობს. სპექტაკლის შიდა ჩვენება მოწვეული სტუმრებისათვის 20 მარტს, ხოლო პრემიერა - 28 მარტს შედგა...

10-აპრილი-2014, 01:26

ორი სიყვარულის ამბავი: ერთი 30 წელს ითვლის და მეორე, რომელიც მხოლოდ ახლა იბადება - წარმოადგენს ნინო მირზიაშვილის პიესის „მაცეკვე ტანგოს“ მთავარ თემას. შესანიშნავი მსახიობების მიერ გათაშებული თანამედროვე კომედია ან ალბათ, უფრო ფარსი ან ვოდევილი, მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ძალიან დროული და აუცილებელიც კია...

31-მარტი-2014, 12:29

გრძელდება ინტერვიუების სერია, რეგიონალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნინო ლიპარტიანს ესაუბრა თეა კახიანი

 

08-მარტი-2014, 13:46

თანამედროვე ქართველ მაყურებელს დღეს, მგონი, აღარაფერი აოცებს. ქართული თეატრი ეტაპობრივად ჭრის ვიწრო თეატრალურ სივრცეს და მიმართავს ნებისმიერ ექსპერიმენტს, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით. შესაბამისად, მაყურებელს დღეს აღარაფერი უკვირს, რომელიც ხან სცენიდან, ხანაც დარბაზიდან ადევნებს თვალს მსახიობის თამაშს... 

04-მარტი-2014, 02:04

ოცდამეერთე საუკუნის თეატრმა უარი თქვა საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ფარდაზე, რომელიც მოქმედების დაწყების წინ იხსნება.  ამით რასაკვირველია დაიკარგა მოულოდნელობის ის ეფექტი, რაც ამ ფარდის ახდას მოჰყვებოდა ხოლმე  - როდესაც უეცრად აღმოჩნდებოდი მხატვრის მიერ გაფორმებულ გარემოში, სადაც სპექტაკლის გმირებს უნდა ეცხოვრათ...

19-თებერვალი-2014, 00:28

„თავისუფალ თეატრში“ უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამის“ განხორციელებას  რამოდენიმე სარჩული უდევს. პირველი მარკეტინგია, რომლის წესებითაც ავთანდილ ვარსიმაშვილი თავისი პროდუქციის პოზიციონირებას რობერტ სტურუას პროდუქციასთან ჭიდილში ახდენს. მეორე - ძალაუფლებისათვის ბრძოლის თემატიკის აქტუალურობა. დამეთანხმებით, ყველა დროისა და სივრცისთვის დამახასიათებელ პრობლემას დღევენდელიც ემატება...

14-თებერვალი-2014, 21:25

17 თებერვალს, ორშაბათს პირველი რადიოს „თეატრალური შეხვედრების“ პირდაპირ ეთერში იქნება ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისმიერ ჩატარებულ სტატისტიკურ  კველევის განხილვა, სადაც მიპატიჟებული ვარ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ მის შედეგებზე, მით უფრო მეტი აზრები ჩნდება. რომ არ განვმეორდე გთავაზობთ ჩემი შეფასებების მეორე ნაწილს...

 

12-თებერვალი-2014, 10:33

უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ მისი ადრეული  პიესებიდან  ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებად  ითვლება ქრონიკებს : „ჰენრიხ … IV, V, VI“, „რიჩარდ II“  შორის, რომელიც   ავტორმა ტრაგედიის დონეზე აამაღლა. ამის მიზეზი სავარაუდოდ  ისიცაა, რომ რიჩარდ გლოსტერის ასეთი სისხლსავსე (პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით)  ცხოვრება ისტორიულად სრული სიმართლე მაინცდამიანც არაა და უ. შექპირმა ეს პერსონაჟი ისეთი შექმნა როგორიც მას სურდა...

04-თებერვალი-2014, 13:56

გამოხმაურება ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ სტატისტიკურ  კველევასა და მის შედეგებზე.

...მათ მიერ წამოწყებული საქმე უდიდესი მნიშვნელობისაა, თუნდაც იმიტომ რომ მას ნამდვილი პროფესიონალები ატარებენ (სიმართლე რომ ითქვას ასეთ კვლევას  თეატრის მოღვაწეთა კავშირიც უნდა ატარებდეს) ისინი,  რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად იცნობენ იმ პრობლემებს თუ გადაუჭრელ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მთელი თეატრების წინაშე დგას... 

29-იანვარი-2014, 13:00



გამოკითხვა
სტატისტიკა