ისევ გვისმენენო, გვამცნო ცოტა ხნის წინ რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ. სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აგრერიგად ნანატრი სამართლიანობის აღდგენამდე ჯერ ისევ შორია და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმაც აღიარეს, რომ ჩვენი საუბრები ტელეფონით კვლავ ისმინება...
ახმეტელის თეატრში ახალი, გარდამავალი ეპოქა ტრაგიკულად დაიწყო... მოულოდნელად გარდაიცვალა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ გოლაძე, დაგეგმილ პრემიერამდე სწორედ 3 დღით ადრე... ახლადარჩეული სამხატვრხო ხელმძღვანელი, აწ უკვე გარდაცვლილი თამაზ გოლაძე ბევრი ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავდა ახმეტელის თეატრში, მთავარ რეჟისორად მიიწვია ირაკლი გოგია, რომელმაც თეატრში სპექტაკლის დასადგმელად რეჟისორი პოლონეთიდან დარიუშ ეზერსკი მოიწვია.
დღეს, როცა თანამედროვე ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორების უმეტესობა მაყურებლის წინაშე თავს უცხოური ტექნიკური ეფექტების გამოყენებით იწონებს და არა იდეის, თემის, პრობლემის მისეული ინტერპრეტაციით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჩიტის მოტანილი ამბავი“ შემოგვთავაზეს...
ვისაც ჰგონია, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში საინტერესო შემოქმედებითი პროცესები არ მიმდინარეობს, ნება მომეცით ამ აზრს დასაბუთებულად შევეწინააღმდეგო, ქართული თეატრი ვითარდება და ამას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე თბილისში ჩამოტანილი სპექტაკლების წარმოდგენებიც მოწმობს. მართალია, ჩვენი თეატრი გარდამავალ ეპოქაშია, მაგრამ აშკარაა, რომ ის ისწრაფვის ახალი ფორმების ძიებისა და თამამი ექსპერიმენტებისაკენ...
ჰ. იბსენისადმი და საერთოდ "ახალი დრამის" მიმართ ინტერესი სრულიად გასაგებია მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მძაფრი ემოციები ბატონობს - პოლიტიკურმა პროცესებმა სრულად დაიპყრო ადამიანთა ფსიქიკა. გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის პოსტულატი, რომლის მიხედვით ყოველ ინდივიდში "ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით, სიტუაციით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს"...
გასული სეზონის მიწურულს, თეატრმა „ფაბრიკამ“ (ვისთვისაც ეს სახელი უცნობია, შევახსენებთ, რომ ესაა ახალი ანტრეპრიზა „რობერტ სტურუა პროდაქშენი“) თბილისელ მაყურებელს უჩვენა თავისი პირველი ნამუშევარი - ტერენს მაკნალის „მასტერ კლასი“, ქართულ ვერსიაში „მარია კალასი. გაკვეთილი“...
დეპრესია, ფსიქოზი, მელანქოლია, მოჩვენებები. ვერასოდეს გაექცევი წარსულის აჩრდილებს, ისინი მუდამ შენს გვერდით არიან ერთგული მეგობრებივით. 27-28 ნოემბერს მუს-კომედიის სცენაზე, მიშა ჩარკვიანმა მოჩვენებები "ადამიანებად" აქცია, ორ მოქმედებიანი წარმოდგენა ჰენრიკ იბსენის იგივე სახელწოდების პიესის (მოჩვენებანი) მიხედვით შექმნა. პრობლემის ახლებური გააზრება, აქტუალურობა და სიმძაფრე, სწორედ ის აუცილებელი და ფუნდამენტური ელემენტები აღმოჩნდა, რაზეც სპექტაკლი გახლავთ აგებული...
თავისუფალ თეატრში, ვაცლავ ჰაველის პიესის “ვერნისაჟის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ჩემი საუკეთესო მეგობარი” რეჟისორ ვანო ხუციშვილს შემთხვევით არ შეურჩევია. სპექტაკლი საქართველოში არსებულ, მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს უსვამს ხაზს...
სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გლოვას „თამაშობენ“. ყველას წრე შეუკრავს, მაყურებელსაც და მთავარ ჭირისუფალთაც- ისინი ხუთნი არიან - მგლოვიარე ქალები, მსოფლიოს ყველა ჭირისუფალ ქალს რომ განასახიერებენ...
ყველაფერი თავის წრეზე ბრუნდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ „ჰარი-ჰარალო“, დიმპი-ტაურ-ტაურ-ტაურ და ინფორმაციულ, კომპიუტერულ-მობილურ-აიპედურ სამყაროში ვიხილავდით ისეთ სპექტაკლს, რომელიც ჩაგაფიქრებდა, თუნდაც გონზე მოგიყვანდა და რაც მთავარია გარდასულ დროთა მიმართ ადრე განცდილ სიძულვილს გაგახსენებდა...
ქართულ თეატრალურ სივრცეში, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია გასართობი ხასიათის, მსუბუქი კომედიები, ხშირად ამის მთავარ მიზეზად, მსგავსი ტიპის წარმოდგენებისადმი, საზოგადოების ინტერესი სახელდება...
უნდა ვაღიარო, ჩემი პრაქტიკული თეატრმცოდნეობითი გამოცდილების 10 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თუნდაც ერთი რეცენზია ან უბრალოდ მიმოხილვა დამეწერა თბილისის ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებსა თუ პრობლემატიკაზე...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04